26 თებერვალი 2020,   00:45
ვრცლად
პარტიამ - "ლელო საქართველოსთვის" ქუთაისში ოფისი გახსნა

პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" ქუთაისში ოფისი გახსნა. პარტიის დამფუძნებლებმა რეგიონებში მათ პრიორიტეტებსა და კონკრეტულად, ქუთაისის განვითარების გეგმაზე ისაუბრეს. მამუკა ხაზარაძის თქმით, ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს ის ფუნქცია, რომელიც ჰქონდა.

" მიხარია, რომ ვიმყოფებით  ქუთაისის და იმერეთის ოფისის გახსნაზე, ლელო იზრდება სერიოზული ტემპით, მოლოდინია დიდი და ამ მოლოდინს გავამართლებთ ჩვენი გუნდით და პროგრამებით. ჩვენს პროგრამაში დიდი ადგილი უჭირავს ქუთაისის განვითარებას, ქუთაისის უნდა გავხადოთ ლოჯისტიკურ და ფინანსურ ცენტრად და  წარმოგიდგენთ გეგმას, რომელიც დაუბრუნებს იმ ფუნქციას, რომელიც ჰქონდა. სამწუხაროა, რომ ქუთაისი არის დაცარიელებული. ჩვენი ამოცანაა შევქმნათ სამუშაო ადგილები და დავაბრუნოთ ეს ადამიანები,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, გაზაფხულზე  "ლელო" ჩრდილოვან კაბინეტს წარადგენს.

დღის ამბები