19 თებერვალი 2020,   09:10
ვრცლად
მზად ვართ მოლაპარაკებისთვის - ნიკოლას მადურომ დონალდ ტრამპთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა

მზად ვართ მოლაპარაკებისთვის - ამ სიტყვებით ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ დონალდ ტრამპს მიმართა. ამის შესახებ მადურომ ვენესუელაში დიქტატურის დაცემიდან 62 წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა. მისივე თქმით, კარაკასის სურვილია მოლაპარაკება მაღალ დონეზე გაიმართოს.

ვენესუელაში არსებულ ეკონომიკური კრიზისის მიზეზად მადურო შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს ასახელებს. გარდა ამისა, შტატები და მსოფლიოს 50-მდე ქვეყანა ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს აღიარებს. გუაიდომ თავი პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად გასულ წელს გამოაცხადა.

დღის ამბები