26 თებერვალი 2020,   17:48
ვრცლად
EMC სოფელ ხიხანში მცხოვრებ ეკომიგრანტებზე მიწების დროულ რეგისტრაციასა და სოციალურ დახმარებას ითხოვს

EMC ეკონომიკის სამინისტროსა და მარნეულის მერიისგან სოფელ ხიხანში უმძიმეს პირობებში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახებისთვის მიწების დროულ რეგისტრაციასა და სოციალურ დახმარებას ითხოვს. 

ადგილობრივი თემის უპირველესი პრობლემა მიწასა და წყალზე მიუწვდომლობააEMC​-ში ამბობენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების გულგრილობა უკვე წლებია გრძელდება. ორგანიზაცია სხვა მუნიციპალიტეტებში ეკომიგრანტების მძიმე მდგოამრეობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ სახელმწიფოს ამ ოჯახების რეინტეგრაციისთვის ერთიანი პოლიტიკა არ გააჩნია.

"არსებობს სოფელში მიწის ნაკვეთები, რომელზეც წლებია ხიხანელები ითხოვენ, რომ გადაეცეთ მათ დამუშავების მიზნით იმისათვის, რომ მინიმალური შემოსავლის წყარო ჰქონდეთ იმიტომ, რომ ძალიან მძიმე სოციალური პირობები არსებობს. მათ სასიცოცხლო იმდენად მინიმალურ რესურსებზეც კი არ მიუწვდებათ ხელი, რომ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს თითქმის ყველას.

მივმართეთ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ იზრუნოს იმაზე, რომ მათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები და საარსებო მინიმუმი მაინც ჰქონდეთ," - აცხადებს EMC-ს კოორდინატორი თეონა ფირანიშვილი.

დღის ამბები