26 თებერვალი 2020,   16:30
ვრცლად
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, გამოვლინდა დაინფიცირების 830 შემთხვევა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 830 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 177 მოქალაქის მდგომარეობა რთულია, 34 პირი კი უკვე განიკურნა.

ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, პეკინსა და ჰონგ-კონგში ჩინური ახალი წლის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები გაუქმდა. ქალაქ უხანში მეორე დღეა არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ ხორციელდება ავიარეისებიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოაცხადა. თუმცა ორგანიზაცია საერთაშორისო მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ნაადრევად მიიჩნევს.

პნევმონიის გამომწვევი ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება და ის პირველად უხანში, ერთი თვის წინ, დაფიქსირდა. ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები უკვე გამოვლინდა შეერთებულ შტატებში, ვიეტნამში, სინგაპურში, ტაილანდში, ტაივანში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.

დღის ამბები