26 თებერვალი 2020,   06:47
ვრცლად
"დამატებით ტერიტორიას იტაცებენ რუსი ოკუპანტები და ხელისუფლება არაფერს აკეთებს" - დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს სურვილი ჰქონდათ, სოფელ გუგუტიანთკარში შესულიყვნენ და ვითარებას ადგილზე გასცნობოდნენ, თუმცა მათ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა ამ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს.  

"გუგუტიანთკარში მიმდინარეობს შეღობვა. მე დღესვე დავდებ ერთ-ერთ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ ის საოკუპაციო ხაზი, რომელიც მოცემულობად გვაქვს ჩვენ და ვიცით, რომ ეს არის საოკუპაციო ხაზი, ამ საოკუპაციო ხაზის გარეთ გადმოდიან კიდევ და დამატებით ტერიტორიას იტაცებენ რუსი ოკუპანტები და ხელისუფლება არაფერს აკეთებს,“ - განაცხადა დავით ქაცარავამ. 

გუგუტიანთკარში მავთულხლართების ნაცვლად რკინის ინსტალაციებია აღმართული. სავარაუდოდ, მიზანი მოსახლეობისთვის ყველანაირი კონტაქტის შეზღუდვაა.

მსგავსი კონსტრუქციები საოკუპაციო ხაზის სხვა მონაკვეთებზეც არის.

 

ავტორი: ლუკა ხაჩიძე 

დღის ამბები