26 თებერვალი 2020,   07:57
ვრცლად
ქალბატონი თეას განცხადებები ურთიერთგამომრიცხავი იყო - ლომჯარია პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ომბუდსმენის სპეციალური ანგარიშის განხილვა, რომელიც პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას ეხებოდა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

როგორც შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, იუსტიციის მინისტრი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდა.

"ქალბატონი თეას განცხადებები იყო ურთიერთგამომრიცხავი, მისი კომენტარი შეგიძლიათ მოისმინოთ, სადაც ამბობს, რომ ანგარიში არის ობიექტური და კომპეტენტური. ახლა კი, სულ სხვა რამეს ამბობს. ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემებზე, მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტმა ფაქტობრივად უარყო, რომ კრიმინალურ სუბკულტურა ისევ არის ციხეებში. ფაქტია, რომ სახელმწიფომ დაადასტურა ასეთი პრობლემების არსებობა," -განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები