19 თებერვალი 2020,   08:02
ვრცლად
"და ჩვენ ვიცეკვეთ" შვედეთში წლის საუკეთესო ფილმად დაასახელეს, ლევან გელბახიანი კი საუკეთესო მსახიობად

კინონამუშევარი "და ჩვენ ვიცეკვეთ" შვედეთში წლის საუკეთესო ფილმად დაასახელეს.

წარმატება ხვდა წილად მთავარი როლის შემსრულებელ ლევან გელბახიანსაც - ქართველი ხელოვანი ჟიურიმ საუკეთესო მსახიობად აღიარა.

ლევან აკინი კი საუკეთესო სცენარისთვის დააჯილდოვეს.

შვედეთის მთავარი კინოდაჯილდოების ცერემონია სტოკჰოლმში ჩატარდა.

დღის ამბები