26 თებერვალი 2020,   01:13
ვრცლად
ღია მონაცემების პლატფორმის განვითარების გეგმები და პერსპექტივები - IDFI-იმ და მონაცემთა გაცვლის სააგენტომ შეხვედრა გამართეს

ღია მონაცემების პლატფორმის განვითარების გეგმები და პერსპექტივები - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ ჩატარებულ შეხვედრაზე, ღია მონაცემების პლათფორმის საჭიროებები და გამოწვევები განიხილეს.

"ჩვენი შეხვედრის მიზანია, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, ერთობლივად ვიმსჯელოთ იმაზე თუ, როგორ გავხადოთ ხელმისაწვდომი საჯარო სექტორში დაცული ღია მონაცემები," - განაცხადა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს იურიდიული სამმართველოს უფროსმა, ნატალია გოდერძიშვილმა.

IDFI-ის ხელმძღვანელის განცხადებით კი, ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის ​საკითხი მნიშვნელოვანია.  

"ჩვენი მთავარი რეკომენდაციაა, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კანონის მიღება დაჩქარდეს, რომლის საფუძველზეც გაიწერება ღია მონაცემების მისაწვდომობის სტანდარტები და ქვეყნის ერთიანი პოლიტიკა.

საჯარო დაწესებულებები ვალდებულები არ არიან, რომ მონაცემები ღია ფორმატში გამოაქვეყნონ, ეს ყველაფერი მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული," - აღნიშნა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)" ინტერნეტ-მედია და ინოვაციების მიმართულების უფროსმა, თეონა ტურაშვილმა. 

დღის ამბები