26 თებერვალი 2020,   08:16
ვრცლად
მორიგი საჰაერო იერიში ერაყში - ე.წ. მწვანე ზონაში "კატიუშას" ტიპის 3 რაკეტა ისროლეს 

მორიგი საჰაერო იერიში ერაყში. საჰაერო შეტევა ე.წ. მწვანე ზონაზე განხორციელდა. ბაღდადის "მწვანე ზონაში", სადაც დიპლომატიური მისიები და სახელმწიფო დაწესებულებებია განთავსებული, "კატიუშას" ტიპის 3 რაკეტა ისროლეს.

ერაყის პოლიციის განცხადებით, ორი რაკეტა შეერთებული შტატების საელჩოსთან ახლოს ჩამოვარდა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია. ახლო აღმოსავლეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტთან შტატების მიერ განხორციელებულ ავიაიერიშს ირანელი გენერალი ემსხვერპლა.

დღის ამბები