26 თებერვალი 2020,   08:04
ვრცლად
თეა წულუკიანი ომბუდსმენს - ქალბატონო ნინო, ამ სამსახურს ჰქვია პენიტენციური და არა, პენიტენციალური

პენიტენციურ დაწესებულებებში  არსებულ მდგომარეობას ადამიანის უფლებათა კომიტეტზე განიხილავენ. კრიმინალური სუბკულტურისა და არაფორმალური მმართველობის გაძლიერება არის ის მთავარი აქცენტები, რაზეც სახალხო დამცველის ანგარიშშია საუბარი.

სხდომას იუსტიციის მინისტრიც ესწრება. თეა წულუკიანმა ომბუდსმენი მიკერძოებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ დასკვნა არაპროფესიონალიზმის ნიშნებს შეიცავს. სახალხო დამცველი კი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვიზიტის აქტიურობით არ გამოირჩევა. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, ტერმინების გადახედვისკენ მოუწოდა.

წულუკიანმა ლომჯარიას მიუთითა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებას პენიტენციური ჰქვია და არა, პენიტენციალური.

„ქალბატონო ნინო, ამ სამსახურს არ ჰქვია პენიტენციალური, ეს არის პენიტენციური დაწესებულება და პენიტენციური სამსახური. ამიტომ, გთავაზობთ, რომ ტერმინებსაც გადავხედოთ, როდესაც ასეთი მაღალი, ოფიციალური ტრიბუნიდან ვსაუბრობთ"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნინო ლომჯარიას მოხსენებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი აქტიურობით და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მისვლით საერთოდ არ გამოირჩევა. მინისტრის თქმით, ნინო ლომჯარიას ბრალდებები იუსტიციის სამინისტროს მიმართ, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც წულუკიანი ამბობს, ნინო ლომჯარია 2018 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სულ 4-ჯერ იმყოფებოდა, გასულ წელს კი ის საერთოდ არ სტუმრობდა მას.

დღის ამბები