26 თებერვალი 2020,   07:59
ვრცლად
ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარება - სუს-სა და ევროკავშირის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა

ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილ ვითარებაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა შეხვედრა გამართეს. 

სუს-ის უფოსმა ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების თანათავმჯდომარესთან უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის როლზე. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუზღუდავი წვდომის მნიშვნელობა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოლაპარაკებების არსებული ფორმატის, ინციდენტების პრევენციასა და მათზე რეაგირების მექანიზმის ეფექტიანად გამოყენებას.

დღის ამბები