26 თებერვალი 2020,   01:23
ვრცლად
მიხეილ კალანდიას ადვოკატი : სასამართლო პროცესზე, შესაძლოა, დღეს ბრალდების კიდევ ერთი მოწმე დაიკითხოს

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას პროცესი გაგრძელდება.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ მოწმეთა ჩვენებები მიხეილ კალანდიას ბრალეულობას ვერ ადასტურებს. უფლებადამცველის თქმით, საქმეს პოლიტიკური მოტივი აქვს და მიხეილ კალანდას პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობს.

"იმართება სასამართლო პროცესი, მიმდინარეობს ბრალდების მოწმეთა მტკიცებულებების გამოკვლევა. არსებობს ძალიან მაღალი ხარისხის საშუალება იმისა, რომ მიხეილ კალანდია არ იქნება უზრუნველყოფილი ობიექტური, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო უფლებით.

შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას ბრალდების კიდევ ერთი მოწმე, რომელიც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დავალებით, მისცემს ჩვენებას მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ," - აცხადებს ადვოკატი ზურაბ თოდუა.

დღის ამბები