19 თებერვალი 2020,   07:25
ვრცლად
ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ უკრაინული თვითმფრინავის რუსული რაკეტებით ჩამოგდება დაადასტურა

ირანი უკრაინული თვითმფრინავის რუსული რაკეტებით ჩამოგდებას ადასტურებს. ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ "უკრაინული ავიახაზების" სამგზავრო თვითმფრინავს მოკლე დიაპაზონის "ტორ-ემ ერთი" ტიპის ორი რაკეტა ესროლეს.

ავიაკატასტროფა 8 იანვარს თეირანში მოხდა. შემთხვევას 176 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანმა აიღო და თვითმფრინავის ჩამოგდებას "ადამიანური შეცდომა" უწოდა.

დღის ამბები