19 თებერვალი 2020,   01:34
ვრცლად
სოფელ კაჭრეთში მსხვილფეხა პირუტყვი დაგლეჯილი იპოვეს

სოფელ კაჭრეთში მსხვილფეხა პირუტყვი სავარაუდოდ მგლებმა დაგლიჯეს. მეპატრონე არ გამორიცხავს, რომ მისი პირუტყვი შესაძლოა ქუჩის ძაღლებმა დახოცეს, რადგან საძოვარზე მისულს ათამდე ძაღლი დახვდა, საქონელი კი დაგლეჯილი.

დაზარალებულები შესაბამის სამსახურებს დროულ რეაგირებას მოუწოდებენ.

"საღამო იყო, ასე 5 საათი. ახლოს, რომ მივედი 10 - მდე ძაღლი იყო. მგელი ვერ დავინახე, შეიძლება იყო კიდეც. საქონელი უკვე დაგლეჯილი იყო. გამომეკიდნენ ძაღლები, მეზობლები, რომ არა შემჭამდნენ. ვითხოვთ რეაგირებას, მოვიდნენ და გაარკვიონ რაა იყო," - ამობიბს ანზორ სოლოღაშვილი. მისი თქმით, ზარალი დაახლოებით 2 ათასი ლარს მოიცავს.

რაც შეეხება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, გურჯაანის მერიაში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას უკვე ფლობენ და პრობლემის მოგვარებაზეც მუშაობენ.

დღის ამბები