26 თებერვალი 2020,   07:24
ვრცლად
კანადაში თოვლის საფარმა 76 სანტიმეტრს მიაღწია

კანადაში დიდთოვლობა და ქარბუქია. ნიუფაუნდლენდისა და ლაბრადორის პროვინციაში თოვლის საფარის სიმაღლემ 76 სანტიმეტრს მიაღწია.

უამინდობის გამო გადაკეტილია ორი მნიშვნელოვანი მაგისტრალი. პროვინციის მასშტაბით, დახურულია ბენზინგასამართი სადგურებისა და აფთიაქების უმრავლესობა.

კანადის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გაწმენდით სამუშაოებში ჩასართავად და ადგილობრივების დასახმარებლად რეგიონში 200 სამხედროს გააგზავნიან.

სინოპტიკოსები კანადაში ამინდის კიდევ უფრო გაუარესებასა და თოვლის საფარის 10 სანტიმეტრით მომატებას ვარაუდობენ.

დღის ამბები