26 თებერვალი 2020,   08:08
ვრცლად
ბრიუსელში საქართველოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა

ბრიუსელში საქართველოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ პრობლემებზე გამახვილდება.

"ვიზიტის ფარგლებში მე მექნება შესაძლებლობა, მოვახსენო დღეს არსებული მდგომარეობის შესახებ ოკუპირებულ რეგიონებში და მის მიმდებარედ. განსაკუთრებული აქცენტი, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, ჰუმანიტარულ ვითარებაზე გამახვილდება, რომელიც არის შექმნილი. იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა იყოს მყარი და გაძლიერდეს,"- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

21 იანვარს დაგეგმილია ქართული დელეგაციის დასწრება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე, სადაც ქართველი პოლიტიკოსები მოხსენებით გამოვლენ, 22 იანვარს კი ქეთევან ციხელაშვილი უკვე ნატო-საქართველოს კომისიას მიმართავს.

დღის ამბები