26 თებერვალი 2020,   08:12
ვრცლად
სურამში ცოლის მკვლელობის გამო დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარუდგინეს, მას 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება

სურამში ცოლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს გვიან ღამით ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მას განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ. სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

მკვლელობა სურამში გუშინ მოხდა. პოლიციამ დანაშაულის იარაღი უკვე ამოიღო -
29 წლის ქალი ნაჯახითაა მოკლული. წინასწარი ინფორმაციით, ქმარმა ცოლს ცული თავში რამდენჯერმე ჩაარტყა. ბრალდებულს 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები