26 თებერვალი 2020,   08:13
ვრცლად
ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად დაშავებული მამაკაცი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს. ექიმის თქმით, 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მას სხეულის 50 პროცენტიანი აქვს დამწვარი.

"31 წლის პაციენტი შემოიყვანეს. დამწვრობა ცეცხლის ალით მიიღო. სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა ბინაში. ამჟამად მკურნალობას გადის დამწვრობის რეანიმაციის განყოფილებაში. მისი მდგომარეობა არის მძიმე. იმყოფება დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში და უტარდება სპეციფიკური ანტიშოკური მკურნლაობა", - განაცხადა ექიმმა გიორგი დავლიანიძემ.

სოფელ შარაბიძეებში ცეცხლი ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე გუშინ გაჩნდა. ხანძარის შედეგად ორი ადამიანი - ცოლ-ქმარი დაიღუპა, ერთი დაშავდა. ცეცხლის მიზეზად, წინასწარი ინფორმაციით, სახლში დაგროვილი გაზის აალება სახელდება.

დღის ამბები