23 თებერვალი 2020,   14:58
ვრცლად
მოსკოვში ანტიფაშისტური მსვლელობა დაკავებებით დასრულდა

მოსკოვში ანტიფაშისტური მსვლელობა დაკავებებით დასრულდა. პოლიციამ 10 დემონსტრანტი განყოფილებაში მხოლოდ იმის გამო გადაიყვანა, რომ ისინი აქციაზე ანტისახელისუფლებო შინაარსის პლაკატებით მივიდნენ.

რუსეთის დედაქალაქში პუტინის ოპოზიციამ და უფლებადამცველებმა მოკლული ადვოკატისა და ჟურნალისტის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გამართეს. სტანისლავ მარკელოვი და ანასტასია ბაბუროვა რუსმა ნაციონალისტებმა 2009 წელს მოსკოვის ცენტრში მოკლეს. ორივე მათგანი რუსეთში ეროვნული ნიშნით შევიწროვებული პირების საქმეებზე მუშაობდა.

დღის ამბები