26 თებერვალი 2020,   01:56
ვრცლად
ვოლსკი - კონგრესმენის განცხადება კომპანია "ფრონტერას" უკავშირდება

ამერიკელი კონგრესმენის კრიტიკულ წერილს, რომელიც რესპუბლიკელმა მარკუეინ მალინმა საქართველოს მთავრობას გამოუგზავნა, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა.

მისი ინფორმაციით, წერილში ნახსენები ერთ კონკრეტულ ამერიკულ კომპანიასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს და დავა საარბიტრაჟო სასამართლოში მიდის.

გარდა ამისა, ვოლსკის შეფასებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა.

"კონკრეტულად კონგრესმენის განცხადება ახალი არ არის. 2017-შიც იყო ეს განცხადება. რეზოლუციაც მოამზადა, თუმცა არ განხილულა, იმიტომ რომ უსაფუძვლოა და კონკრეტულად ერთ კომპანიას - "ფრონტერას" უკავშირდება. იგი 1994 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ლაპარაკობს,  რომ გაზის დიდი მარაგი არსებობს ჩვენ ქვეყანაში, თუმცა ამის თაობაზე ჯერჯერობით არავის არაფერი სმენია.

დემოკრატიული სტანდარტები რომ არა, ურთიერთობის ასეთი ხარისხი ამერიკასა და საქართველოს შორის არ იქნებოდა. ნებისმიერ სფეროში ჩვენი ურთიერთობა არის უმაღლეს დონეზე," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები