26 თებერვალი 2020,   01:38
ვრცლად
რეჟიმი მრავალმხრივ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას, როგორც შიგნით, ასევე გარეთ - ბოკერია კონგრესმენის წერილზე

ამერიკელი კონგრესმენის კრიტიკულ წერილს, რომელიც რესპუბლიკელმა მარკუეინ მალინმა საქართველოს მთავრობას გამოუგზავნა, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გამოეხმაურა.

ბოკერია მიიჩნევს, რომ წერილი ქვეყნისთვის პარტნიორების მხრიდან მიღებული საგანგაშო სიგნალია, რადგან კონგრესმენები დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებაზე, ასევე გაუარესებულ ბიზნეს გარემოზე საუბრობენ.

"რეჟიმი მრავალმხრივ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას, ქვეყნის შიგნით ძალადობით, სამოქალაქო მშვიდობის დარღვევით, ჩვენი მტრების პოზიციების გაძლიერებით, საერთო ფულის ფლანგვით. ხოლო გარეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან საქართველოს პოზიციების დასუსტებით, რაც აისახება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასა და ჩვენს პერსპექტივაზე. ეს გულისხმობს როგორც უსაფრთხოების საკითხს, ასევე ეკონომიკურ ინვესტიციებს რაც პირდაპირ კავშირშია იმასთან, რამდენად სწრაფად გამოვალთ ჩვენ სიღარიბიდან და ამ ეკონომიკური სტაგნაციიდან. ამიტომ არის ჩვენი ეროვნული ამოცანა ამ კაცისა [ბიძინა ივანიშვილი] და მისი კლოუნების ჩამოცილება ხელისუფლებიდან," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები