26 თებერვალი 2020,   01:53
ვრცლად
ნინოწმინდის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად პრემიერ-მინისტრს მიმართავს

ნინოწმინდში საკრებულოს თავმჯდომარეს  სუმბატ კიურეღიანსა და ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, მოსახლეობა დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბა. მათ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მიმართეს.

ადგილობრივების მთავარი მოთხოვნა წყლის გამოშვება და იმ პირების დასჯაა, რომლებიც მათი განცხადებით,უკანონო ქმედებებს ახორციელებენ.

მათი განმარტებით, მრავალი წელია სოფელს სასმელი წყალი არ მიეწოდება.

"აქ სოფლის მეურნეობა უკვე კვდება. ჩვენ მიწები არ გვაქვს. ადგილობრივი დეპუტატი მიწებს ითვისებს და შემდეგ ყიდის მას ფერმები აქვს და სასმელს წყალს იყენებს. მე მივმართავ გახარიას, ან დევნილის სტატუსი მოგვცეს, ან გადავსახდებით აქედან. ან ეს არაადამიანები დასაჯოს. ჩაპაიანები არაფერ შუაში არ არიან. ჩვენ ცენტრალურ მაგისტრალს ვუერთებდით მილებს, დეპუტატმა მარკოსიანმა სპეციალურად დაურეკა სუმბატ კიურეღიანს და უთხრა, რომ მილი დაზიანდა. მერე რაღაც შელაპარაკება მოხდა, - განაცხადა ადგილობრივმა.

"მე რომ მომრჩება წყალი და ჩემს ძროხას რომ მორჩება, ის დალით თქვენო. კონფლიქტი თვითონ ხელძღვანელობამ ატეხა. ასე რომ, ჩემი თხოვნა იქნება, მოგვხედონ, ჩვენ ხომ ფეოდალურ წყობაში არ ვცხოვრობთ," - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ნინოწმინდაში, საკრებულოს თავმჯდომარეს სუმბატ კიურეღიანსა და ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაშავდა.  დაზარალებულები კლინიკაში გადაიყვანეს და მკურნალობის შემდეგ სამედიცინო დაწესებულევბიდან იმ დღესვე გაწერეს. ჩხუბის მიზეზი სასმელი წყალი გახდა. მოსახლეობა საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალდებებს უყენებს და ირწმუნება, რომ სახელმწიფო მოხელემ წყლის მილს მიმართულება თვითნებურად შეუცვალა და საკუთარ ტერიტორიაზე გაიყვანა. საპირისპირო ვერსია აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც კონფლიქტის მიზეზად, ერთ-ერთ ოჯახთან პირად უთანხმოებას ასახელებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღის ამბები