26 თებერვალი 2020,   00:43
ვრცლად
"წლის სპორტსმენი -2019" ტიტული მიენიჭა ექვს სპორტსმენს, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატებზე ოქროს მედლები მოიპოვეს

"წლის სპორტსმენი 2019" - 11 ნომინაციაში გამარჯვეულები დააჯილდოვეს. სალომე ზურაბიშვილმა წლის საუკეთესო სპორტსმენი გამოავლინა.

ტიტული მიენიჭა ექვს სპორტსმენს, რომლებმაც გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატებზე ოქროს მედლები მოიპოვეს.

ერთი წლის განმავლობაში საქართველოს, სპორტის ოლიმპიურ სახეობებში, არასდროს ჰყოლია 6 მსოფლიოს ჩემპიონი.

საპატიო სტატუსის მფლობელები ლაშა ტალახაძე, ლუხუმ ჩხვიმიანი, გენო პეტრიაშვილი, ბექა ლომთაძე, ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე გახდნენ. 

დღის ამბები