04 აპრილი 2020,   16:47
ვრცლად
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა

ორი დაღუპული და ერთი დაშავებული - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა. დაშავებულია მათი შვილი, 40 წლამდე მამაკაცი. მას სხეულზე დამწვრობა აქვს მიღებული.

დაშავებული მამაკაცი ხელვაჩაურის საავადმყოფოში არის მოთავსებული, მას ქუთაისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ. 

ხანძარი ორსართულიან შენობაში პირველ სართულზე გაჩნდა. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები