26 თებერვალი 2020,   02:02
ვრცლად
ნათლისღება ბათუმში, ტრადიციულად, ზღვაში შესვლით აღნიშნეს

ნათლისღების სადღესასწაულო ლიტურგია ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში მეუფე დიმიტრიმ აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ, მეუფემ წყლის კურთხევის წესი შეასრულა, რის შემდეგაც მრევლი მსვლელობით სანაპიროსკენ დაიძრა და ნათლისღება, ტრადიციულად, ზღვაში შესვლით აღნიშნა.

"ჩვენ პატივს მივაგებთ ქრისტეს იმ მოქმედებას, რომელიც მან თავის დროზე აღასრულა.  მიიღო ადამიანური ბუნება, ჩავიდა მდინარე იორდანეში. წყალი განწმინდა. გილოცავთ ამ დღეს," - განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

დღის ამბები