26 თებერვალი 2020,   01:09
ვრცლად
სურამში სავარაუდოდ ქმარმა ცოლი ნაჯახით მოკლა, პირის დასაკავებლად საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს

სურამში სავარაუდოდ ქმარმა 30 წლამდე ასაკის ქალი ნაჯახით მოკლა, გარდაცვლილ ქალს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია, მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" პუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მუხლი 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები