19 თებერვალი 2020,   07:13
ვრცლად
უკრაინული ბოინგის კატასტროფის შედეგად დაღუპული კანადელების ოჯახები კომპენსაციის სახით 25 000 დოლარს მიიღებენ

უკრაინული სამგზავრო ლაინერის კატასტროფისას დაღუპული კანადელების ოჯახები კომპენსაციის სახით 25 000 დოლარს მიიღებენ - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

შეგახსენებთ, უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო ირანს ხუთმა ქვეყანამ კომპენსაცია მოსთხოვა.

ამის შესახებ კანადის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, ავღანეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს. ასევე მათ ირანს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდეს.

თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი 8 იანვარს ჩამოვარდა, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები