26 თებერვალი 2020,   01:49
ვრცლად
პრეზიდენტმა ჩიჩილაკისა და კალანდას შესახებ საკუთარი ინიციატივა კულტურული დაცვის სააგენტოსთან განიხილა

სალომე ზურაბიშვილმა ჩიჩილაკისა და კალანდას შესახებ საკუთარი ინიციატივა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან განიხილა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ დადებითად შეაფასა პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც ჩიჩილაკისა და კალანდობის დღესასწაულისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს.

"პრეზიდენტს შევხვდით მისი ინიციატივის შემდგომში განვითარების მიზნით. ეს ეხება გურიაში კალანდობასა და ჩიჩილაკის მომზადების წესის, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში წარდგენას. დეტალურად გავიარეთ, თუ როგორ უნდა მომზადდეს ეს საკითხი. ჩვენი იდენტობის კიდევ ერთხელ წარმოსაჩენად ძალიან კარგი ინიციატივაა", - აღნიშნა ანთიძემ.

14 იანვარს გურიაში მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას კალანდობა მიულოცა და ჩიჩილაკისა და კალანდობის დღესასწაულის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოვიდა.

დღის ამბები