19 თებერვალი 2020,   08:10
ვრცლად
ნიკა მელიას პარლამენტში ბადრი ბასიშვილი შეცვლის - კენჭისყრის პროცესს დღეს ოპოზიცია არ ესწრებოდა

75 მომხრე, 2 წინააღმდეგი - პარლამენტში ნიკა მელიას ბადრი ბასიშვილი შეცვლის. საკითხზე დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს.

სესიაზე ოპოზიცია არ იმყოფებოდა, რამაც უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოწვია. დეპუტატების ნაწილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე მელიას ადგილმონაცვლის საკითხი არ უნდა განეხილათ.

"უპასუხისმგებლობის ზენიტია, თავიანთი პარტიული სიით წარმოდგენილი კანდიდატის განხილვაზეც არ შემოდიან, რომ ელემენტარულად ხმა მისცენ," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დეპუტატ კარლო კოპალიანის განცხადებით კი, ფაქტი, რომ დეპუტატები სხდომას არ ესწრებიან, როგორც პარლამენტის, ასევე იქ მყოფი ადამიანების შეურაცხყოფაა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დაჩი ბერაიას თქმით კი, ხმის მიცემა ფორმალური გახდა.

"ჩვენ ვართ ფორმალური პროცესის ნაწილი, სადაც ფორმალურად ვაძლევთ ხმას და არა ჩვენი აზრებიდან და ჩამოყალიბებული პოზიციიდან გამომდინარე," - განაცხადა დაჩი ბერაია.

დღის ამბები