26 თებერვალი 2020,   16:45
ვრცლად
ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის შესახებ პროკურატურა განმარტებას აკეთებს

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის შესახებ პროკურატურაში განმარტებას აკეთებენ. როგორც უწყებაში ამბობენ, 2018 წლის 27 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თურქულ მხარეს ძებნილი მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა.

თურქ კოლეგებს სრულყოფილად წარედგინათ ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც გათვალისწინებულია ექსტრადიციის სფეროში ორ სახელმწიფოს შორის არსებული შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით. 

დღეის მდგომარეობით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას თურქული მხარისგან არ მიუღია ოფიციალური პასუხი ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე.

შეგახსენებთ, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მინდია გორაძე იგივე - მინდია ლავასოღლი, შესაძლოა, მალე ციხიდან გაათავისუფლონ. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

სტატიის მიხედვით, მინდია ლავასოღლის პატიმრობის ვადა თებერვალში ეწურება, თუმცა თუ ქართული მხარე მის ექსტრადირებაზე უარს იტყვის, ანკარას მოუწევს დაკავებული გაათავისუფლოს. 

დღის ამბები