26 თებერვალი 2020,   17:37
ვრცლად
"მოუთმენლად ველით საქართველოში მის ჩამოსვლას" - საქართველოში აშშ-ს საელჩო კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს

საქართველოში ამერიკის საელჩო კელი დეგნანს, რომელიც შტატების ახალი ელჩი იქნება საქართველოში ფიცის დადებას ულოცავს.

"ვულოცავთ ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას! მოუთმენლად ველით საქართველოში მის ჩამოსვლას,"- მილოცვის ტექსტს ამერიკის საელჩო ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა კელი დეგნანმა ფიცი დადო.

საქართველოში ამერიკის ელჩის პოსტი თითქმის ორი წელი იყო ვაკანტური. თეთრმა სახლმა საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი სექტემბერში წარადგინა, სენატმა კი მას მხარი დეკემბერში დაუჭირა.

დღის ამბები