29 იანვარი 2020,   05:20
ვრცლად
ცესკო "სამართლიან არჩევნებს" პასუხობს

ცესკო "სამართლიან არჩევნების" პრეტენზიებს პასუხობს, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მომზადებულ ინიციატივას ეხება.

ცესკოში აცხადებენ, რომ არსებითი ცვლილება საარჩევნო კოდექსში არ შედის და მათი ინიციატივა მხოლოდ კანონის დახვეწას ისახავს მიზნად. 

"ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით აკრძალვებს აზრი აქვს კენჭისყრის დასრულებამდე, მას შემდეგ აზრი ეკარგება. თუ საუბარია პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდზე, ეს პერიოდი ასევე ექცევა აკრძალვაში. რაც შეეხება ოქმების გადაგზავნას, აქ კანონი მხოლოდ ფორმალური თვალსაზრით მოდის შესაბამისობაში არსებულ პრაქტიკასთნ. რაც შეეხება ჟურნალისტების დამკვირვებლებად რეგისტრაციის აკრძალვას, ერთი და იგივე პირს უნდა ეკრძალებოდეს ერთდროულად როგორც მედიაორგანიზაციის წარმომადგენლად რეგისტრაცია, ასევე დამკვირვებლად რეგისტრაცია. აქ არანაირ რაიმე სხვა შინაარსს, გარდა იმისა, რომ მოხდეს საარჩევნო კანონის სრულყოფა, არ არის,"-აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურისტი, გიორგი სანტურიანი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები