29 იანვარი 2020,   05:22
ვრცლად
არავინ მოგატყუოთ, რომ სახელმწიფო ინტერესებს რომელიმე უწყება არ გაითვალისწინებს - პაატა გაბელია

ქვეყნის ახალი პროკურორის კანდიდატურაზე 5 კანდიდატია წარდგენილი. თითოეული მათგანი ამბობს, რომ მათზე გავლენას ვერცერთი პოლიტიკური პარტია მოახდენს. 

"საკრიტიკო ბევრია და ეს ასეც უნდა იყოს, სწორედ იმაშია საქმე, რომ ახალი ღრმა ხედვა იმ ვითარებაში, თუ რა სჭირდება პროკურატურას, ნამდვილად გამაჩნია. არ ვაპირებ, რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ ვიყო, მაგრამ არავინ მოგატყუოთ, რომ სახელმწიფო ინტერესებს რომელიმე უწყება არ გაითვალისწინებს," - განაცხადა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, პაატა გაბელიამ. 

ერთ-ერთი კანდიდატი კი ამბობს, რომ ის პროკურორების პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

 "ხელს შევუწყობ პროკურორების დამოუკიდებლობის განვითარებას, ვიზრუნებ პროკურორის პროკურორად ჩამოყალიბებაზე, მათ წახალისებაზე, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას. მოგეხსენებათ, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტია," - აღნიშნა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, გრიგოლ გაგნიძემ.

 

დღის ამბები