21 იანვარი 2020,   13:19
ვრცლად
"ძალიან სერიოზული სიგნალია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან" - ნინო ბურჯანაძე Human Rights Watch-ის ანგარიშზე

Human Rights Watch-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შესახებ შეფასებას აკეთებს “ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე. ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ანგარიში ხელისუფლებისთვის ძალიან სერიოზული სიგნალია.

"ხელისუფლებისათვის ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, როდესაც ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ლაპარაკობს იმაზე, რომ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, არ არსებობს დამოუკიდებელი პროკურატურა,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ ორგანიზაციას, გარკვეულწილად, არასწორი ინფორმაცია მიეწოდება.

"არიან ისეთი ტიპის პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციონერებს უწოდებენ და საზოგადოებაში ავტორიტეტის ამაღლებით კი არ ცდილობენ დაბრუნებას ხელისუფლებაში, არამედ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ  ქვეყნის ხელისუფლების იმიჯი გაანულონ ნებისმიერის მეთოდით,“ - განაცხადა რომან კაკულიამ. 

დღის ამბები