29 იანვარი 2020,   06:50
ვრცლად
ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს შსს-ში ადასტურებენ

ბაკურიანში მომხდარ ინცინდენტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 151 მუხლით, რაც გულისხმობს მუქარას. ამ ეტაპზე პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული წესით, 173 მუხლით, დაკავებულია ერთი პირი.

"კურიერის" ინფორმაციით, ბაკურიანში დეპუტატ ანრი ოხანაშვილს მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. პარლამენტის წევრი ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში, მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად ვახშმობდა, სადაც ერთ-ერთმა პირმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა. 

პიროვნება, რომელმაც ანრი ოხანაშვილს და მისი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა, კურიერის ინფორმაციით, წარსულში რამდენიმეჯერ ნასამართლევი ვახტან რობაქიძეა.

დღის ამბები