28 იანვარი 2020,   07:22
ვრცლად
"მოზარდების ხმა სისტემას არ ესმის" - ანა დოლიძე მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე შსს-ს რეაგირებას სთხოვს

ანა დოლიძე და ახალგაზრდული მოძრაობა "ჩვენი ხმა" "მწვანე სკოლის" ყოფილი მოსწავლის მიერ თვითმკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით სახელმწიფოსგან შესაბამის რეაგირებას ითხოვენ. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, საქმის გამოძიებამდე,  გამომძიებელი და დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილების უფროსითანამდებობას ჩამოაშორონ.

"ინსპექტორმა დროზე უნდა გამოიძიოს ეს საქმე და აუცილებელია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხისმგებლობას დროებით ჩამოაცილოს შესაბამისი თანამდებობის პირები - პირველ რიგში, გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც ამ საქმეს იძიებდა და დიდუბე- ჩუღურეთის შესაბამისი განყოფილების უფროსი, ვინაიდან, რა დროსაც ისინი რჩებიან თანამდებობაზე, რა თქმა უნდა, არსებობს შესაძლებლობა, შესაბამის მტკიცებულებებზე გავლენა მოახდინონ,"- განაცხადა ანა დოლიძემ.

"ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა მოზარდებსა და პედაგოგებს შორის გაურკვევლობისა და გაუცხოების ნიადაგზე წარმოქმნილი პრობლემები. ეს იმას ნიშნავს, რომ მოზარდების ხმა სისტემას არ ესმის. ჩვენ მოვუწოდებთ განათლების სამინისტროს, აიღოს პასუხისმგებლობა და შეიმუშავოს ეფექტური მექანიზმები არსებული გაუცხოვების აღმოსაფხვრელად," - განაცხადა ახალგაზრდული მოძრაობის "ჩვენი ხმა" წევრმა ანა წულაძემ.

შეგახსენებთ, საქმე 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მცდელობას ეხება, რომლის მიზეზიც, შესაძლოა, სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება იყოს.

დღის ამბები