20 იანვარი 2020,   22:33
ვრცლად
ზუგდიდში სააქციო საზოგადოება "ზუგდიდვაჭრობის" წარმომადგენლებმა აქცია გამართეს

ზუგდიდში სააქციო საზოგადოება "ზუგდიდვაჭრობის" წარმომადგენლები, წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებას მოითხოვენ. ისინი დღეს უნივერმაღ "ენგურის" წინ შეიკრიბნენ და გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თამაზ წულაიას ინფორმაციით, მათ ენმ-ის მმართველობის დროს, 2007 წელს ქონება, სადაც სავაჭრო ობიექტები იყო განთავსებული, მოტყუებით წაართვეს და მისი დაბრუნება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

"როგორც გავიგეთ, ამ შენობაში ამჟამინდელ მეპატრონეს უნდა, გააკეთოს ტოტალიზატორი. ჩვენ ამის წინააღმდეგნი ვართ და ვმართავთ გამაფრთხილებელ აქციას. ასევე, პროკურატურიდან მოგვივიდა წერილი, რომ საქმეზე იწყება გამოძიება," - განაცხადა წულაიამ.

საუბარია 35%-ზე, რომელიც 140-მდე აქციონერის საკუთრებაა და რომლითაც ისინი, წლებია ვერ სარგებლობენ.

დღის ამბები