20 იანვარი 2020,   21:51
ვრცლად
პრეზიდენტმა 1 ოთახი დიასპორის წარმომადგენლებს დაუთმო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე გამოვიდა ინიციატივით, დიასპორის წარმომადგენლებისთვის პრეზიდენტის სასახლეში გამოიყოს ერთი ოთახი, სადაც ისინი მეტ ინფორმაციას მიიღებენ.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნების დროს პარტიულ სიაში პირველი 15 წევრიდან 1 მაინც დიასპორის წარმომადგენელი უნდა იყოს. 

"ჩვენ შევდივართ საარჩევნო წელიწადში. ყველა სიაში, ყველა პარტიამ, არ ვიცი პროპორციული იქნება, მაჟორიტარული თუ როგორც იქნება, რომ იყოს საშუალება პირველ 15 წევრში, სიაში იყოს დიასპორის 1 წარმომადგენელი მაინც.

საჭიროა, რომ დედაქალაქში არსებობდეს დიასპორისთვის ​ადგილი, სადაც ისინი შეძლებენ მიიღონ სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საშუალებები არსებობს ქვეყანაში. მე მზად ვარ, რომ პრეზიდენტის სასახლეში გამოიყოს 1 კაბინეტი,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები