28 იანვარი 2020,   07:50
ვრცლად
ზურა ბუდაღაშვილისა და ბესიკ თამლიანის დედები პარლამენტში შეუშვეს

20 ივნისის საქმეზე დაკავებული პატიმრების, ზურა ბუდაღაშვილისა და ბესიკ თამლიანის დედები პარლამენტში შეუშვეს.

როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, მათი შენობაში შესვლა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ უზრუნველყო. კილაძე მათ მიღებას და გასაუბრებას აპირებს.

შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პატიმრების, ზურა ბუდაღაშვილისა და ბესიკ თამლიანის დედებს პარლამენტში არ უშვებდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარისგან, არჩილ თალაკვაძისგან დეპუტატებზე ნებართვის გაცემას ითხოვს, რომლის საფუძველზეც ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პატიმრების მონახულებას შეძლებენ.

სწორედ ამ თემაზე ბრიფინგის გამართვის მიზნით იმყოფებიან ზურა ბუდაღაშვილისა და ბესიკ თამლიანის დედები პარლამენტში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები