28 იანვარი 2020,   08:12
ვრცლად
20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პატიმრების დედებს პარლამენტში არ უშვებენ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარისგან, დეპუტატებზე ნებართვის გაცემას ითხოვს, რომლის საფუძველზეც ისინი  პენიტენციურ დაწესებულებაში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პატიმრების მონახულებას შეძლებენ. 

დეპუტატი პარლამენტში ბრიფინგის გამართვას დაკავებული ზურა ბუდაღაშვილის და ბესიკ თამლიანის დედებთან ერთად გეგმავდა, თუმცა, პატიმრების დედებს საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ.

ისინი უკვე ერთ საათზე მეტია  პასუხს ელოდებიან, შეძლებენ თუ არა საკანონმდებლო ორგანოში შესვლას. თინა ბოკუჩავას განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მოქალაქეებს პარლამენტში შემოსვლის უფლება ეზღუდებათ.

საკითხთან დაკავშირებით, თინათინ ბოკუჩავას სამართალდაცველებთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა. 

დღის ამბები