20 იანვარი 2020,   21:56
ვრცლად
"თემიდას გაშიშვლება" - მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას პარტია "თავისუფალი საქართველო" პერფორმანსით გამოეხმაურა

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას პარტია "თავისუფალი საქართველო" პერფორმანსით გამოეხმაურა.

პარტიის წევრები სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და "თემიდას გაშიშვლება" განასახიერეს.  უმრავლესობის ლიდერების გამოსახულებით პარტიის წევრებმა თვალებახვეულ თემიდას მანტია შემოახიეს.

პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას თქმით,  მათ სიმბოლურად აჩვენეს სასამართლოს შეურაცხყოფა. 

"გამოვეხმაურეთ სასამართლოში განვითარებულ პროცესს და ვაჩვენეთ "ქართული ონების" სახე. სიმბოლურად, სააპელაციო სასამართლოსთან მოვიყვანეთ  თემიდა  და ვაჩვენეთ, როგორ გააშიშვლეს "ქართული ოცნების" ლიდერებმა. ის, რაც ხდება სასამართლოში, არის საშვილიშვილო დანაშაული და კარგს არაფერს მოგვიტანს. მოვუწოდებთ ყველა ღირსეულ მოსამართლეს, ძნელია, მაგრამ არ უნდა იმუშაონ ღირსებააყრილ და გაშიშვლებულ სასამართლოში და უარი გამოუცხადონ სასამართლოს გაშიშვლებას"- განაცხადა გოგი წულაიამ.

დღის ამბები