20 იანვარი 2020,   21:42
ვრცლად
"ოცნება" ხაფანგშია და ფიქრობს, რომ ძალის დემონსტრირება მოახდინოს" - გიორგი კანდელაკი

"ევროპულ საქართველოში" საუბრობენ, რომ საქმე, რომელთან დაკავშირებითაც გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, საფუძველს მოკლებულია. ის ხარჯები კი, რომელიც გაწეული იყო უშიშროების საბჭოს მიერ და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, სრულად დეკლარირებულია.

"ევროპული საქართველოს" წევრი ლევან თარხნიშვილი, რომელიც 2011 წელს პრეზიდენტის მრჩეველი იყო, აცხადებს, რომ თანხა დაიხარჯა ქვეყნის ინტერესების ლობირებისთვის და არა პარტიული ინტერესებისთვის. 

"მახსოვს, ის ძირითადი მიმართულებები, რასაც ეს პროექტები ხმარდებოდა. ერთის მხრივ, იყო საქართველოს, როგორც ქვეყნის და მისი ინტერესების ლობირება, ეს არ იყო პარტიული ინტერესები და, შესაბამისად, ამაში არაფერი გასაკვირი არ არის და მეორე, შეგახსენებთ, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც რუსეთმა გაააქტიურა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების პოლიტიკა.

შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფომ დაიწყო კონტრზომები არაღიარების პოლიტიკის და ერთ-ერთი ასეთი იყო რისკ-ქვეყნების გამოვლენა, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა სივრცეში,"- განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

საქმის წამოწევის უკან პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს "ევროპული საქართველოს" მდივანი გიორგი კანდელაკიც. როგორც კანდელაკი მიიჩნევს, მსგავსი ნაბიჯები "ქართული ოცნების" მხრიდან ძალის დემონსტრირებას ემსახურება.

"ივანიშვილი და მისი რეჟიმი  კუთხეში არიან მომწყვდეული. როცა ისინი არიან ხაფანგში, ახლა ფიქრობენ, რომ რაღაც ძალის დემონსტრირება უნდა მოახდინონ. მაგრამ ასეთი სასოწარკვეთილი ნაბიჯებით, რა თქმა უნდა, გიგას ისინი ამ ბოდვით ვერ შეაშინებენ, არის პირიქით, სისუსტის გამოხატულება და დადასტურება იმისა, რომ ისინი არიან ხაფანგში და მათი სრული გაკოტრება და პოლიტიკური დასასრული ამით პირიქით დასრულდება,"- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები