20 იანვარი 2020,   21:12
ვრცლად
გრანდიოზული მეგაშოუ - "რუსთავი 2-ზე" "დიდი სცენა" იწყება

ამ წუთებში "რუსთავი 2-ზე" ახალი მეგაშოუ იწყება. "დიდი სცენა" - ასე ჰქვია ახალ გრანდიოზულ და პრაქტიკულად უპრეცენდენტო პროექტს, რომელიც ჩვენს მაყურებელს უამრავ სიურპრიზს ჰპირდება.

წესები, ისევე როგორც შინაარსი, ინოვაციურია. შესრულდება როგორც ქართული, ასევე უცხოური ჰიტები.

"რუსთავი 2-ის" გუნდი ახლა ერთად ითვლის 10 საათამდე დარჩენილ ბოლო წუთებს და ელოდება პირველ ეთერს. კონკურსანტები მთელი საქართველოს მასშტაბით შეირჩნენ. მაყურებელი ნახავს 11 საინტერესო ეპიზოდს, მათ შორის იქნება 3 შესარჩევი ტური და 8 საკონკურსო კონცერტი.

ნახევარფინალში ხუთი კონკურსანტიდან ჟიური და მაყურებელი სამ ფინალისტს ერთად გამოავლენს - "დიდი სცენის“ გამარჯვებული კი მხოლოდ მაყურებლის რჩეული გახდება.

 

დღის ამბები