28 იანვარი 2020,   07:55
ვრცლად
გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი  გიგა ბოკერია მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" უწყებაში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, პროკურატურაში დაბარება უკავშირდება 6 წლის წინანდელ საქმეს, როდესაც ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივანი იყო. 

"გიორგი ბოკერია გამოკითხვის მიზნით დაბარებულ იქნა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში,   საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის  თანმადებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე.

ვინაიდან მან უარი განაცხადა პროკურატურაში გამოცხადებაზე და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის უფლებით სარგებლობის სურვილი გამოთქვა, საგამოძიებო უწყება შესაბამისი შუამდგომლობით  მიმართავს სასამართლოს.

გამოძიებას  გააჩნია კითხვები,  გიორგი ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის  თანამდებობაზე  ყოფნის პერიოდში  დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით," - აცხადებენ უწყებაში.

 

დღის ამბები