19 იანვარი 2020,   16:42
ვრცლად
"ნარცისიზმის მომენტი" - მაკა ბატიაშვილის პერსონალური გამოფენა

გალერეა Project ArtBeat მხატვარ მაკა ბატიაშვილის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები სახელწოდებით "ნარცისიზმის მომენტი" ამ განწყობასა და ადამიანებზე დაკვირვებით შეიქმნა. 

საუბარია ნარცისიზმზე არა როგორც ადამიანის სისუსტეზე, არამედ პირად მდგომარეობაზე. 

მაკა ბატიაშილი ფერწერის, გრაფიკის, წიგნის ილუსტრაციების, ვიდეო არტის, დოკუმენტური კინოს სფეროში მუშაობს. მის ინსპირაციას ადამიანის ყოველდღიური ცხოვრებიდან აღებული მომენტები წარმოადგენს, რომლებიც  მნიშვნელოვან ვიზუალურ ხატებად გადაიქცევა.

 

 ავტორი: სალომე თარხნიშვილი. 

დღის ამბები