19 იანვარი 2020,   18:01
ვრცლად
აეროპორტში მომხდარი ინციდენტი და ორი ბრალდებული - გიგი უგულავას თანაგუნდელები პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ 

გიგი უგულავამ 2 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებისა და პასპორტის ჩამორთმევის შემდეგ მედიასთან პირველი განცხადება გააკეთა. "ევროპული საქართველოს" ლიდერი ამტკიცებს, რომ აეროპორტში მომხდარი ფაქტის დამადასტურებელი ვიდეომასალის გასაჯაროება გამოძიებას არ სურს.

აეროპორტში მომხდარ დაპირისპირებას ორი ბრალდებული ჰყავს, გიგი უგულავა და ბადრი გავაშელიშვილის მეგობარი, დავით პარკაძე, ჩხუბის დროს მიყენებული დაზიანებების გამო დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გოკა გაბაშვილს, იმავე სტატუსით სარგებლობს ყოფილი ძიუდოისტიც.

დღეს გიგი უგულავას ინტერესების დამცველი ისევ მიმართავს საგამოძიებო უწყებას, გადაეცეს აეროპორტში მომხდარი ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა. 

პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ უგულავას თანაგუნდელები და როგორც აეროპორტში მომხდარს, ისე პარლამეტში, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ნიკა მელიასთვის მანდატის გაუქმებას, პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ.

მმართველ გუნდში ოპოზიციის ლიდერების კონკრეტულ დანაშაულზე მიუთითებენ და პოლიტიკურ დევნას გამორიცხავენ.  

აეროპორტში მომხდარი ინციდენტის მთავარი ფიგურანტები ამ დრომდე არსად ჩანან. ბადრი გავაშელიშვილი და დავით პარკაძე მედიასთან კონტაქტზე არ გამოდიან.

დღის ამბები