18 იანვარი 2020,   18:07
ვრცლად
ერთი პოლიტიკური ძალის შერჩეული და არჩეული მოსამართლეები - "ემპათია"ლეგიტიმურობის პრობლემაზე საუბრობს

პარლამენტში შექმნილ ვითარებას მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით ცენტრი "ემპათია" ეხმაურება. ორგანიზაციაში ამბობენ რომ ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ შერჩეული და არჩეული მოსამართლეები არ შეიძლება ლეგიტიმურად მიიღოს საქართველოს მოსახლეობამ. ისინი დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებენ, შეისწავლონ მიმდინარე მოვლენები და შექმნან მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც პროცესს დაეხმარება ჩიხიდან გამოსვლაში.

"ერთმა პოლიტიკურმა ძალამ თვითონ შეარჩია და თვითონ აირჩია მოსამართლეები, ისე, რომ ამას აპროტესტებდა ყველა სხვა- არასამთავრობოები, ოპოზიცია და ა.შ.

ერთი პარტიის მიერ არჩეული მოსამართლეები ნანახი გვყავს საბჭოთა კავშირის პერიოდში და არ გვინდა იქ დავბრუნდეთ. მოვუწოდებთ დიპლომატიურ კორპუსს, მედიატორული როლი შეასრულოს,"- განაცხადა "ემპათიას" დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა.

დღის ამბები