18 იანვარი 2020,   19:33
ვრცლად
ხელისუფლებამ დაკარგა ბერკეტები, რომელმაც ზეგავლენა უნდა მოახდინოს რუსეთზე - ბარამიძე ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობაზე

თვეზე მეტია, რაც ქართველი ექიმის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობისგან დახსნა ვერ ხერხდება. ოპოზიცის თქმით, აუცილებელია რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი ღონისძიებების გატარება და მასზე საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, წნეხის გაზრდა.

"სამწუხაროდ ჩვენს ხელისუფლებას ამ წლების განმავლობაში შეგნებულად ჰქონდა ისეთი პოლიტიკა გატარებული,რომ მან დაკარგა ის ბერკეტები, რომელმაც ასეთ ვითარებაში შესაბამისი ზეგავლენა უნდა მოახდინოს რუსეთის ფედერაციაზე და საქართველო ამოვარდნილია მართლა დასავლეთის დღის წესრიგიდან,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე.

საერთაშორისო ზეწოლის მნიშვნელობაზე საუბრობს "ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი:

"ეს არის დაშინების პოლიტიკა. ადამიანებს აყენებენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში. არსებობს სპეცსამსახურების არსენალში არსებული სხვა ინსტრუმენტებიც, რომელიც ამ შემთხვევაში ვერ გამოიყენება და ასეთი ტიპის კონტაქტიც ალბათ არ არის. ამიტომ უნდა ვიყოთ მინდობილი იმ საერთაშორისო ზეწოლაზე, რომელიც დღეს არსებობს,"- აღნიშნა წერეთელმა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ისინი ყველა რესურსს იყენებენ, თუმცა როდესასაუბარი ოკუპაციას ეხება, საქმე გაცილებით რთულდება.

"ქართული მხარე ყველა ხელმისაწვდომ რესურს იყენებს იმისთვის, რომ ეს მძიმე შემთხვევა დასრულდეს, თუმცა საზოგადოებისთვის უნდა იყოს ნათელი, რომ იმ ტერიტორიებზე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ ეკონტროლებს ოკუპაციის გამო, რთულია ასეთი პრობლემების გადაწყვეტა,"- განაცხადა დავით მათიკაშვილმა

დღის ამბები