28 იანვარი 2020,   08:33
ვრცლად
არავის მიეცემა შესაძლებლობა პარლამენტს მუშაობაში ხელი შეუშალოს - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო შენობის პიკეტირებას გამოეხმაურა.

კახა კალაძე აცხადებს, რომ არავის მიეცემა შესაძლებლობა პარლამენტის მუშაობას ხელი შეუშალოს. დედაქალაქის მერის თქმით, ნებისმიერ კანონდარღვევას სახელმწიფოს მხრიდან კანონის ფარგლებში რეაგირება მოჰყვება.

"რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება და არავის  მიეცემა შესაძლებლობა პარლამენტს ხელი შეუშალოს მუშაობაში. თუ გასცდებიან კანონს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სახელმწიფოს მხრიდან, ასევე კანონის ფარგლებში მოჰყვება რეაგირება," - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები