20 იანვარი 2020,   21:08
ვრცლად
ოთარ კახიძე სახალხო დამცველის რეკომენდაციების შეუსრულებლობას სერიოზულ პრობლემად ასახელებს

სახალხო დამცველის ანგარიშს პირველი პოლიტიკური შეფასებები ოპოზიციასა და ხელისუფლებაში უკვე მოჰყვა.

ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი დეპუტატები სახალხო დამცველს ანგარიშში გამოვლენილ ტენდენციებთან დაკავშირებით სრულად ეთანხმებიან.

ისინი აქცენტს 20 ივნისის საქმის გამოძიების არასრულყოფილ მიმდინარეობაზე აკეთებენ. ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებს.

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ კახიძე პროკურატურასა და სასამართლოში არსებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას. ოთარ კახიძე ასევე სერიოზულ პრობლემად ასახელებს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შუსრულებლობას.

"ჩვენ გვყავს გავრილოვის ღამის პატიმრები იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნების" ზონდერების და სხვადასხვა ტიპის მოძალადეების მხრიდან ანალოგიური ქმედებები პოლიციის წინააღმდეგ, ბოლომდე უყურადღებო და დაუსჯელია. შესაბამისად ჩვენ გვაქვს შერჩევითი სამართალი. სერიოზული პრობლემებია  პროკურატურაში, სასამართლოში, ასევე პრობლემად რჩება სახალხო დამცველის რეკომენდაციების შუსრულებლობა," - აცხადებს ოთარ კახიძე.

 

დღის ამბები